Главная / Пресс-релизы / მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერებით დაინტერესდება

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერებით დაინტერესდება

NewsTbilisi.info
NewsTbilisi.info

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რითაც მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ახლად დამტკიცებული უფროსი ბადრი გიორგაძე დაინტერესდება, გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერებაა.
ბადრი გიორგაძის კანდიდატურას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 35-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა კი მის წინააღმდეგ საკრებულოს ექვსმა წევრმა მისცა.
«შევეცდები, რაც შეიძლება ეფექტური გავხადო სამსახური, რათა მისმა ფუნქციონირებამ უზრუნველყოს თბილისის ბიუჯეტის სახსრების ეფექტიანი და ეკონომიური ხარჯვა. რაც შეეხება უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სამსახური ამ თემით დაინტერესდება. პირველი რიგის აქტუალობიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა დაეთმობა. თუკი არის რაიმე შეუსაბამობა კანონთან, რა თქმა უნდა, ამ საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდება და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს», — განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი გიორგიძემ.
მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგი წევრების მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება. მაგალითად, ფრაქცია «ქართული ოცნება რესპუბლიკელების» წარმომადგენლებმა კრიტიკა იმის გამო გამოხატეს, რომ საკითხის შეტანა და განხილვა საკრებულოში დაჩქარებული წესით მოხდა, რისი აუცილებლობაც «რესპუბლიკელების» შეფასებით, არ არსებობდა.

О NewsTbilisi

NewsTbilisi
Тут какая-то информация об авторе записи

Смотрите также

Гранитная мастерская Еврогранит

Вопросы долговечности и неизменности как нигде актуальны именно при изготовлении мемориальных сооружений. Памятники в большинстве …

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

WordPress спам заблокировано CleanTalk.
Яндекс.Метрика