Главная / Пресс-релизы / თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

NewsTbilisi.info
NewsTbilisi.info

“ყველა განთავისუფლებულ დირექტორზე არსებობს შესაბამისი დასკვნა და ჩვენ ამ დასკვნებს, გამოთხოვის შემთხვევაში, წარვუდგენთ შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს“.

სააგენტოს თანახმად, ბაგა-ბაღების დირექტორთა ნაწილის — 8 დირექტორის — სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მათთვის დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით არაერთი დარღვევა გამოვლინდა, უმეტესად — კვებისა და საწყობის ბლოკებში. სააგენტოს მონიტორინგის სამსახური მიუთითებს საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებზეც. მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივ და არასწორ ხარჯვაზეც ლაპარაკობს:

“რიგ ბაღებში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები. რაც შეეხება სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და ასევე კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტების ზედმეტად ჩამოწერის ფაქტებს, თითოეულ ბაღში, რომელზეც ჩვენმა სამსახურმა გააკეთა რეკომენდაცია და მისცა რეკომენდაცია სააგენტოს დირექტორების გათავისუფლებაზე, აღმოჩენილი იქნა ზედმეტად ჩამოწერის ფაქტები, თანხობრივად — 20-დან 35 000 ლარის ფარგლებში“.

აუდიტის სამსახურის ინსპექტირება 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. დირექტორების გათავისუფლება სწორედ აუდიტის სამსახურის მოთხოვნას მოჰყვა.

О NewsTbilisi

NewsTbilisi
Тут какая-то информация об авторе записи

Смотрите также

Гранитная мастерская Еврогранит

Вопросы долговечности и неизменности как нигде актуальны именно при изготовлении мемориальных сооружений. Памятники в большинстве …

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

WordPress спам заблокировано CleanTalk.
Яндекс.Метрика