
თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 25 მაისს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოო ტარებას გულისხმობს.