ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა SANGU-ში

2022 წლის 21 აპრილს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ივანე ჯავახიშვილის ღვაწლზე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, ვახტანგ გურულმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: “ივანე ჯავახიშვილი ტირანიის სამსჯავროს წინაშე”.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.