უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე რუსეთის ჯარებმა ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული RBC წერს, რუსული არმია კვლავ ცდილობს ქალაქის აღებას.
გამოცემის ცნობით, ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. როგორც უკრაინული RBC აცხადებს, ქალაქზე იერიში მტერმა წინა დღეებშიც მიიტანა, თუმცა გუშინ, უკრაინულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეების ნიკოლაევიდან განდევნა შეძლეს.
მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.
25.08.2023NewsTbilisiახალი ამბებიКомментарии к записи ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა 10 სექტემბრამდე პერიოდულად შეიზღუდება отключены
თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 26 აგვისტო—10 სექტემბრის შუალედში გარკვეული დროით შეიზღუდება. როგორც თბილისის მერია აცხადებს, ამის მიზეზი გზატკეცილის გასწვრივ კლდეზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოებია. მიმდინარე წლის აგვისტოში აღნიშნულ ტერიტორიაზე კლდიდან […]
03.03.2023NewsTbilisiახალი ამბებიКомментарии к записи პაპუაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს რუსულ კანონზე წერილი გაუგზავნა отключены
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს რუსული კანონის შესახებ წერილი მისწერა. მანამდე პაპუაშვილმა თავად მიიღო მიატოვიჩისგან წერილი, სადაც კომისარი მოუწოდებდა პარლამენტს – არ მიიღოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებული […]
წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს, 15 ივნისს, Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოს ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, ჯერ მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ კი, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა […]