სეტყვას ესპანეთში წელიწად-ნახევრის ბავშვი ემსხვერპლა

ძლიერი სეტყვას ესპანეთში წელიწად-ნახევრის ბავშვი ემსხვერპლა.

BBC ადგილობრივ 324-ე არხზე დაყრდნობით წერს, რომ პატარა გოგონა სეტყვის დროს, ყინულის ბურთი თავში მოხვდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დაახლოებით 50-მა სხვა ადამიანმა აღნიშნა დაზიანებები — სისხლჩაქცევებიდან ძვლის მოტეხილობამდე. ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი კატალონიაში, ჟირონას რეგიონში 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სეტყვამ გაადგურა სახურავები, ჩამოაგდო დენის კაბელები და ჩაამსხვრია ფანჯრები.

კატალონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სეტყვის ერთ-ერთი ბურთის დიამეტრი 10 სმ იყო.

Shares
О NewsTbilisi 30907 статей
NewsTbilisi.info — это независимый новостной проект о Грузии