ყვარლის ტყეში ხანძარია — სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

ყვარლის ტყეში ხანძარია. ცეცხლი, დაახლოებით, 4-5 ჰექტარზეა გავრცელებული.

როგორც “Netgazeti” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები “შესაბამისი რაოდენობით” არიან მობილიზებულნი.

უწყების თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი,ამ ეტაპზე, უცნობია.

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.