შსს არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკონკრეტებს, დაიწყო თუ არა გამოძიება აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განმარტებით, მას მმართველი პარტიის დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავად ვატო წერეთელი მომხდარის გამოძიებასა და კადრების გავრცელებას ითხოვს.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა”.

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.