აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სეიმურ ჰაზი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქის გვერდზე დღეს, 12 იანვარს, დაწერა.

„საქართველოს ხელისუფლებამ უმიზეზოდ არ შემიშვა ქვეყანაში“, – დაწერა სეიმურ ჰაზიმ.

როგორც სეიმურ ჰაზი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, ის საქართველოში პოლიტიკური მიზეზით არ შემოუშვეს.

„საზღვარზე განმარტების გარეშე არ შემომიშვეს, ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისში ვიყავი სამკურნალოდ – აზერბაიჯანში 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. 1 იანვარს თურქეთში წავედი, შევხვდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. არშემოშვების მიზეზი პოლიტიკურია, სხვა საფუძველი არ არის და შეუძლებელია, ამას მოითხოვს ალიევის რეჟიმი და ისინი ასე აკეთებენ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სეიმურ ჰაზიმ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ჯერჯერობით უწყებაში ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.