“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა“ და “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანები და სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს მემორანდუმზე ხელმომწერებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.