ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველომ განსაკუთრებით საქმით უნდა აჩვენოს მონდომება

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველომ განსაკუთრებით საქმით უნდა აჩვენოს მონდომება

ესტონეთის პრეზიდენტ ალან კარისის თქმით, მომავალი კვირები მნიშვნელოვანია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებისთვის.

ამის შესახებ კარისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, Facebook-ზე დაწერა.

“ესტონეთს სურს საქართველოს წარმატება ევროკავშირის რეფორმების გზაზე და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილებით მხარი დავუჭიროთ. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე და ევროკომისიის კრიტეტიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით – საქმით”, – აცხადებს კარისი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს. ესტონეთის შემდეგ, ის ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.