ირაკლი ბენდელიანი — შპს „ელფის“ საკითხზე შესაძლოა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

Irakli bendeliani

ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერზე და მასში მონაწილე კომპანია შპს „ელფის“ ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილე  პასუხობს. ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, არ არის გამორიცხული დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც კანონდარღვევაში მონაწილეობდნენ.

ბენდელიანი ადასტურებს, რომ ყველა ბაღის დირექტორს მიეცა  წერილობითი მითითება, არ მოაწერონ ხელი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან არსებობს კითხვები, რომელიც ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.

„კომპანიამ უპრობლემოდ შეძლო  სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მიღება და ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ეტიკეტირებას, ეს იქნება კომპანიისთვის კიდევ უფრო წამგებიანი. თუ ისინი აპელირებას დაიწყებენ ეტიკეტთან დაკავშირებით, გამოვა, რომ თვეების მანძილზე, ის კონკრეტული ქარხანა კონკრეტულ პროდუქტს უშვებდა ისე, რომ შეფუთვაში ეწერა ერთი კონკრეტული შემადგენლობა და რეალურად სულ სხვა პროდუქტი იყო. რაც შეეხება შიდა აუდიტის სამახურის უფროსს, გიორგაძე ვალდებულია პერიოდულად აწარმოოს შემოწმება. სწორედ ასეთი შემოწმებისას აღმოაჩინა მან  კონკრეტული დარღვევები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

წყარო

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31179 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.