ირანი აღიარებს, რომ რუსეთს დრონები ომის დაწყებამდე გადასცა – WP

ირანი აღიარებს, რომ რუსეთს დრონები ომის დაწყებამდე გადასცა – WP

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები გადასცა, ოღონდ, მისივე განცხადებით, ეს მანამდე მოხდა, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს გააჩაღებდა.

ინფორმაციას WashingtonPost ავრცელებს.

„ჩვენ გადავეცით დრონების შეზღუდული რაოდენობა რუსეთს ომის დაწყებამდე“, – განაცხადა ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მანამდე ირანის წარმომადგენლები არ ადასტურებდნენ, რომ თეირანმა რუსეთს ასეთი დრონები გადასცა.

რუსეთის მიერ ირანული იარაღის გამოყენების გამო, უკრაინამ ირანი სანქცირებულ ქვეყანათა სიაში შეყვანა მოითხოვა.

მიუხედავად აღიარებისა, რომ ომამდე ირანმა რუსეთს დრონები გადასცა, ირანელი პირველი დიპლომატი გამორიცხავს ამ დრონებით უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმის ფაქტს.

„თუ უკრაინას აქვს რაიმე დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინაში, მათ ეს უნდა წარმოგვიდგინონ. თუ წარმოადგენენ, ჩვენ ამ საკითხის მიმართ გულგრილნი არ ვიქნებით“, – განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.