კიევი დილიდან იბომბება

კიევი დილიდან იბომბება

მთავრობის მრჩეველის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. CNN-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით მიმდინარეობს შეტევა.

“საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს ჩვენს დედაქალაქს ასეთი გამოცდილება 1941 წელს ჰქონდა, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეჩერდი პუტინ. რუსეთის იზოლაცია. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან”, – წერს უკრაინის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.

ანტონ გოროშენკოს თქმით, კიევში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინაცი 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.