მელიას თქმით, ენმ-ის დატოვებაზე გადაწყვეტილებას „ოპტიმალურ დროში“ მიიღებს

მელიას თქმით, ენმ ის დატოვებაზე გადაწყვეტილებას „ოპტიმალურ დროში“ მიიღებს

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას „ოპტიმალურ დროში“ მიიღებს.

ამის შესახებ მან დღეს, 24 ოქტომბერს, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მელია აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

„მესმის საზოგადოების ნაწილის ინტერესის, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება [ენმ-დან წასვლაზე]. ჩვენ შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს, იგივე ტიპის შეხვედრა გვექნება კვირას ქუთაისში, შემდეგ, ზუგდიდში და ეს შეკრებები გაგრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია კვლავ საუბრობს პარტიაში დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. მისი თქმით, ენმ-ში მისი დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ პარტიაში კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენები აღარ იქნება.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.