სტოკჰოლმი, შვედეთი – ნობელის პრემიის კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ტრადიციულად, პირველი გამარჯვებული ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამოვლინდა.
წლის ლაურეატები:
მერი ბრანკოვი, ფრედ რამსდელი და შიმონ საკაგუში ნობელის ჯილდოს ერგნენ „პერიფერიული იმუნოლოგიური ტოლერანტობის კვლევისთვის“. მათი აღმოჩენა ეხება იმუნურ სისტემას, რომელიც ზოგჯერ არ რეაგირებს ორგანიზმის საკუთარ ანტისხეულებზე ან სხვებზე, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ.
იმუნური ტოლერანტობა ძირითადად ორგანიზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე ფორმირდება, თუმცა ნობელის ლაურეატებმა დაადგინეს, რომ იმუნური რეგულაცია ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება და სიცოცხლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მომავალი განცხადებები ნობელის პრემიის კვირეულზე:
- 7 ოქტომბერი – ფიზიკის დარგი
- 8 ოქტომბერი – ქიმია
- 9 ოქტომბერი – ლიტერატურა
- 10 ოქტომბერი – მშვიდობა
- 13 ოქტომბერი – ეკონომიკა