პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა მამის მკლელობის საქმეზე

პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა მამის მკლელობის საქმეზე

პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საუბარია 26 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ ქორდში მომხდარ ფაქტზე, როცა, გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა.

“მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, — დასძენს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარედგინა. ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ.

ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.