რუსეთთან შეერთება და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება | ბიბილოვი ორ რეფერენდუმზე საუბრობს

რუსეთთან შეერთება და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება | ბიბილოვი ორ რეფერენდუმზე საუბრობს

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს – პირველი – რუსეთთან შეერთების, ხოლო შემდეგი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში პირდაპირ  შესვლას და ოსეთთან გაერთიანებას კანონმდებლობა ვერ დაუშვებს. როდესაც სამხრეთ ოსეთი უკვე იქნება რუსეთის შემადგენლობაში, მაშინ უკვე დაიწყება ოსეთის გაერთიანების პროცესებიც”.

ბიბილოვი 2022 წლის 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას შეპირდა. თუმცა, მსგავს ინიციატივაზე ის წლების განმავლობაში საუბრობდა.

“ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ. უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს”, – განაცხადა ბიბილოვმა რამდენიმე დღის წინ.

ამავე თემაზე:

“რეფერენდუმით” დაშინება “ქართული ოცნების” ინტერესშიცაა? – ინტერვიუ ზაქარეიშვილთან

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.