რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს.

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტი-სარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა.

რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის მიერ ამ ტიპის ტანკის აფეთქების პირველი მტკიცებულებაა, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებულ კადრებში არა ტანკები, არამედ სასოფლო-სამეურნო დანადგარებს, კერძოდ კი სარწყავი და სახნავი მანქანები ჩანს.

„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.