უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე რუსეთის ჯარებმა ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული RBC წერს, რუსული არმია კვლავ ცდილობს ქალაქის აღებას.
გამოცემის ცნობით, ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. როგორც უკრაინული RBC აცხადებს, ქალაქზე იერიში მტერმა წინა დღეებშიც მიიტანა, თუმცა გუშინ, უკრაინულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეების ნიკოლაევიდან განდევნა შეძლეს.
მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების მუხლით ბრალი სამ პირს წარუდგინეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია. უწყების განცხადებით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი […]
ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეისთვის „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ღარიბაშვილის ყველაზე ახლო პარტნიორია ევროკავშირის ლიდერებს შორის. რა გზა გაიარა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისთვის „ცოცხის ორდენოსანთა კავალერად“ წოდებულმა ორბანმა […]
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა: “მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს […]