საქართველო ისრაელთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალის მატჩის პენალტების სერიაში სძლია.

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად, წაუგებელი სერიის შედეგად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

ეს მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე საქართველო პირველად ასპარეზობდა, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანას პირველად ეძლეოდა შანსი, ოლიმპიადაზე საკუთარი ნაკრები გაეგზავნა.

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.