სექტემბრის დასაწყისიდან 2 000 კმ² ტერიტორია გავათავისუფლეთ — ზელენსკი

სექტემბრის დასაწყისიდან 2 000 კმ² ტერიტორია გავათავისუფლეთ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმადამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კვადრატული კილომეტრი დამპყრობლებისგან.

„ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება, დღეისათვის, სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური ოპერაციების ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს საუკეთესოს, რაც შეუძლია — ზურგს უჩვენებს. გაქცევა მათთვის ცუდი არჩევანი არ არის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სოფლები ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს.

მანამდე, 8 სექტემბერს მან დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ხოლო 10 სექტემბერს ცნობილი გახდა კუპიანსკის და იზიუმის განთავისუფლების შესახებ.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.