“უკრაინის გამარჯვება ყველა თავისუფლების მოყვარული ხალხის გამარჯვებაა” -აქცია ბაქოში

“უკრაინის გამარჯვება ყველა თავისუფლების მოყვარული ხალხის გამარჯვებაა” აქცია ბაქოში

ბაქოში ოპოზიციურმა პარტიამ “მუსავათი” 17 აპრილს უკრაინის საელჩოს წინ ქვეყნის მხარდამჭერი აქცია გამართა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა turan.az წერს, პარტიის წარმომადგენლებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმეს.

“აქციის მონაწილეებმა უკრაინის არმიას წარმატებები უსურვეს რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში და განაცხადეს, რომ “ეს გამარჯვება იქნება ყველა თავისუფლების მოყვარული ხალხის გამარჯვება”

აქციაზე ჟღერდა ლოზუნგები: “რუსული ოკუპაციის დასასრული!”, “გაუმარჯოს უკრაინელ ხალხს!”, გაუმარჯოს უკრაინის ხალხის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ზელენკის!”, “აზერბაიჯანი უკრაინელი ხალხის გვერდითაა” და სხვა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-მდე ბავშვი. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე ბრძოლები მიმდინარეობს.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.