ფეისბუკის ვებსაიტი და მესენჯერი გაითიშა

სოციალური ქსელი ფეისბუკის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია მიუწვდომელია. ამ დროისთვის [19:50 საათი] საიტის ყველა ფუნქცია გათიშულია.

ვებსაიტზე შესვლისას ჩნდება შეტყობინება – „ბოდიში, რაღაც შეცდომა დაფიქსირდა, ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და მას მალევე შევასწორებთ,“.

ჯერჯერობით უცნობია ხარვეზის მიზეზი, თუმცა ის გლობალურია. ამაზე სხვა სოციალურ ქსელზე – „თვითერზე“ ათასობით მოქალაქის მიერ გამოქვეყნებული პოსტები მოწმობს. მათ შორის არის ხუმრობებიც.

„მივბივარ თვითერისკენ, მას შემდეგ, რაც ფეისბუკი გაითიშა“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

Shares
О NewsTbilisi 30900 статей
NewsTbilisi.info — это независимый новостной проект о Грузии