ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე სამედიცინო ჯგუფებს გადაამზადებენ

ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე სამედიცინო ჯგუფებს გადაამზადებენ

საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამედიცინო ჯგუფებს გადაამზადებენ.

გადამზადება სასწრაფო დახმარების ექიმებს შეეხება და ის საერთაშორისო „პროექტ 88-ის“ ფარგლებში ტარებდა, რომელიც წელს პირველად საქართველოში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ტრენინგებში 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50 -მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას. ტრენინგის შემდეგ ინსტრუქტორები გადაამზადებენ სამედიცინო ჯგუფებს.

„ასევე დაგეგმილია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

სასწრაფოში ნეტგაზეთს დაუზუსტეს, რომ აღჭურვილობის ღირებულება 300 ათასი ევროა.

NewsTbilisi
Автор NewsTbilisi 31064 статьи
NewsTbilisi.info — это независимый новостной проект о Грузии