წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

დღეს, 15 ივნისს, Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოს ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, ჯერ მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ კი, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მანქანიდან პიროვნება გადმოდის, ძაღლს უახლოვდება და სავარაუდოდ, ისევ ესვრის.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.