
წალკის კანიონზე „ბრილიანტის ხიდი“ გაიხსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის, კანიონის მონახულება, ბილიკებითა და ხიდით სარგებლობა 29 ლარი ღირს.
ხიდი კომპანია „კასს ლენდის“ პროექტია. როგორც დღეს ხიდის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და შეიქმნა 250 სამუშაო დგილი.
„ბრილიანტის ხიდი“ 240 მეტრის მინის ხიდია, რომლის შუაგულშიც ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი უნდა მოეწყოს.
ნეტგაზეთს კომპანიაში უთხრეს, რომ ხვალიდან გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფასებისა და ვიზიტების შესახებ.
კანიონი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტშიი, მდ. ხრამის (ქცია) ხეობაში, სოფ. დაშბაშის მიდამოებში.