წითლიძის თქმით, ზუგდიდში, სუს-თან აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

წითლიძის თქმით, ზუგდიდში, სუს თან აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

4 ნოემბერს, საღამოს საათებში, ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციის აქციაზე დაპირისპირების დროს პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – იუწყება „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ნოემბერს მორიგი აქცია გამართა ზუგდიდში, ამჯერად, სუს-ის შენობასთან. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე შენობასთან მივიდა და შპრიცები და თეთრი ფხვნილი მიიტანა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“/სუს-მა არჩევნები ნარკოტიკების დარიგებისა და გაყალბების ხარჯზე მოიგო, ხოლო მიტანილი ატრიბუტები სახელმწიფო უწყების ამჟამინდელი ვითარების სიმბოლოა.

ლაივპრესის ცნობით, პოლიციამ წითლიძეს მოუწოდა, შენობასთან შპრიცები არ დაეტოვებინა, რასაც ის არ დაემორჩილა, ამას კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამ დროს დააკავეს ენმ-ის მხარდამჭერი ელდარ კეზუა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს კითხვით, რომელი მუხლითაა დაკავებული მოქალაქე. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ ამავე სტატიაში.

4 ნოემბერს ზუგდიდშიც გაჩნდა წარწერები: „რევოლუცია“.

გარეკანის ფოტო: ლაივპრესი

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.