14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

45 წლის წინ, 1978 წელს, ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოხატა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა.

კრემლმა საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად ერთი ენის – რუსულის გამოცხადება გადაწყვიტა, რის საპასუხოდაც, 1978 წლის აპრილში, თბილისში მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა მოეწყო, თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ.

რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და საბოლოოდ, პროტესტმა შედეგი გამოიღო. საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა რეჟიმმა ისტორიაში პირველად, უკან დაიხია.

სწორედ ამ მოვლენების საპატივსაცემოდ, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ასევე იხილეთ:

ნათელა მაღლაკელიძე: არ შეიძლება, ერთი მეთოდით ასწავლო წერა-კითხვა ინგლისურად, ქართულად და რუსულად!

საქართველოში ქართული მეორე ენაა? – რა გამოწვევებზე საუბრობს ენის სპეციალისტი

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.