83 გარდაცვლილი და 2 684 ახალი შემთხვევა — 4 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 83 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 695 ადამიანი და ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.

NCDC-ის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.46%-ია,  ხოლო 7 დღის მანძილზე კი – 8.60%.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ვირუსის 45 688 აქტიური შემთხვევაა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.