„ევსაქების“ რეკლამის არგაშვებით „იმედმა“ კოდექსი დაარღვია – მარეგულირებელი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ.

საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც „ტელეიმედმა“ ეთერში არ განათავსა.

რეკლამის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად ტელეკომპანიამ ვიდეორგოლში გამოყენებული „სიძულვილის ენა“ დაასახელა.

კომუნიკაციების კომისია წერს, რომ შეისწავლეს წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ:

„რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში“.

კომუნიკაციების კომისიამ 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა. შედეგად, როგორც კომისია წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია:

„ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს“ საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ“.

უწყების თანახმადვე, სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.