“უთანხმოება დიალოგით უნდა გადაიჭრას” – ირანისა და აზერბაიჯანის მინისტრები

12 ოქტომბერს ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს.

ოფიციალური ცნობის თანახმად, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა ორ ქვეყანას შორის შექმნილი უახლესი ვითარება განიხილეს.

“მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საზიანო რიტორიკაზე, რომელიც არ შეეფერება ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრული ურთიერთობების დონეს. ყურადღება ასევე გამახვილდა უთანხმოებების დიალოგის გზით გადაჭრის საჭიროებაზე”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და პატივისცემას.

მხარეებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად ბოლო კვირების განმავლობაში დაიძაბა, რასაც წინ სამხედრო წვრთნები, სატრანზიტო ინციდენტები და ურთიერთბრალდებები უძღოდა.

ირანისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების შესახებ, გირჩევთ ნეტგაზეთის სტატიას:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.