ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მის მხარდასაჭერად მისულ ხალხს წერილით მიმართა. მისი თქმით, ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის და ქვეყანა გამოსახსნელია.

სააკაშვილის წერილი თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მისმა ადვოკატმა, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაუკითხა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

“მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენ მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით. ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და ცხოვრება იქნება შესანიშნავი.

რატომ ვარ დღეს საქართველოში, დღეს აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩემი სამშობლოს გვერდიდან მაყურებელი. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და ცხოვრება იქნება შესანიშნავი. რატომ ვარ დღეს საქართველოში, დღეს აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩემი სამშობლოს გვერდიდან მაყურებელი.

ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა, ამისთვის ყველა საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ, პირველ რიგში, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი. 30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა…

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების, ჩაგვრის და ღალატის კართაგენი, აუცილებლად დაინგრევა. ბნელი შეიცვლება ნათლით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. აბა, თქვენ იცით, თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით, მიხეილ სააკაშვილი”.


თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ. დემონსტრანტები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

გუშინ, 13 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ექიმთა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, დააკვირდება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.