„ოცნების“ 19 წევრი, ენმ-ს 13 – ვინ შედის საკრებულოში | 40 პროპორციული ადგილი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა თბილისის პროპორციული არჩევნების შედეგები.
თბილისის საკრებულოში 50 წევრი აირჩევა, რომელთაგან წელს, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40 წევრი პროპორციული წესით აირჩიეს, ხოლო 10 – მაჟორიტარული წესით.
ცესკომ 16 ოქტომბერს შეაჯამა პროპორციული არჩევნების შედეგები, შესაბამისად, საკრებულოში 40 მანდატი ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 19
- ნაციონალური მოძრაობა – 13
- „საქართველოსთვის“ – 4
- ლელო – 2
- ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ – 1
- ანა დოლიძის „ხალხისთვის“ – 1
რაც შეეხება 10 მაჟორიტარულ ოლქს: თბილისში პირველად მონაცემებით 9 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს. შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს.
მეორე ტური 10 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ საბურთალოზეა ჩანიშნული, სადაც ავთანდილ ცინცაძემ აქ 38.16% მიიღო, ბორის ყურუამ (ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძის პარტიიდან) კი – 14.34%.
„ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით გასული დეპუტატები არიან:
- ლევან ჟორჟოლიანი
- ოთარ გრიგოლია
- თინათინ ნიბლოშვილი
- გიორგი ჩაკვეტაძე
- ნიკოლოზ კახეთელიძე
- ნინო ვარდოსანიძე
- აკაკი ალადაშვილი
- გიორგი ახველდიანი
- ნინო რუხაძე
- ლევან აბაშიძე
- გურამ ოქროპირიძე
- ანა კაკაბაძე
- ვლადიმერ ბოჟაძე
- ალექსანდე ხუჯაძე
- მარიამ ზაქარიაშვილი
- ლევან დავითაშვილი
- შალვა ობგაიძე
- ნათია მოდებაძე
- ლევან არველაძე
„ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში წარმოადგენენ:
- სოფიო ჯაფარიძე
- თორნიკე ბიკაშვილი
- ანა გოგოლაძე
- ირაკლი ეძგვერაძე
- ირაკლი ნადირაძე
- ლილე ლიპარტელიანი
- მამუკა გუგეშაშვილი
- მიხეილ კაკაურიძე
- ნინო კვიტაიშვილი
- შოთა გრიგოლია
- გიორგი ონიანი
- ბარბარიძე ჯიმელი სულაშვილი
- ზვიად კუპრავა
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“:
- ლევან დოლიძე
- ზაზა თავაძე
- სალომე კობალაძე
- გიორგი შარაშიძე
ლელო:
- ბადრი ჯაფარიძე
- საბა ბუაძე
ზურა ჯაფარიძის „გირჩი“:
- თენგიზ კირთაძე
ანა დოლიძე – „ხალხისთვის“:
- ალექსანდრე რატიშვილი
რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ:
- ზურაბ აბაშიძე (მთაწმინდა)
- ლევან ჯაფარიძე (კრწანისი)
- გიორგი ტყემალაძე (ვაკე)
- ზურაბ ჩიკვილაძე (ჩუღურეთი)
- ირაკლი ხელაძე (ნაძალადევი)
- გივი ჩხარტიშვილი (დიდუბე)
- კახაბერ ლაბუჩიძე (ისანი)
- რევაზ სოხაძე (სამგორი)
- კონსტანტინე ზარნაძე (გლდანი)