სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახური — სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
სიცოცხლის მანძილზე სწავლა არის პიროვნების ინიციატივით განათლების მიღების ფორმა, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. განათლების ამგვარი ფორმა ძალზედ განსხვავებული და მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციისათვის, როგორიც უნივერსიტეტია, რადგანაც ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ნებისმიერ მსურველს შეინარჩუნოს აქტუალობა, კონკურენტუნარიანობა და მუდმივი ადაპტაცია თანამედროვე შრომით ბაზარზე.
სწორედ ამიტომ სამსახურის მიზანს წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, ასევე ფართო საზოგადოების პროფესიული და პიროვნული განვითარების, ახალი პროფესიული უნარების შეძენის უწყვეტად ხელშეწყობა (მოთხოვნადი სასერთიფიკატო, სასწავლო/ტრენინგ პროგრამების დანერგვა, განვითარება და განხორციელება) მთელი სიცოცხლის მანძილზე და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (რეზიდენტურა) პროგრამების წარმართვა.
საკონტაქტო ინფორმაცია
სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის უფროსი – ნინო ჭიჭივეიშვილი, MD
info@geomedi.edu.ge
ninochichiveishvili@gmail.com
სასერთიფიკატო პროგრამები
1) დარგობრივი სამედიცინო ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის
პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო სკოლების სტუდენტებისათვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საქართველოს სარეზიდენტურო სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება საკამირისი ცოდნა, რომ ჩააბაროს სახელმწიფო გამოცდა.
პროგრამის ხანგძლივობა: 4 დან 7 თვემდე (დამოკიდებულია ქართული ენის ცოდნის დონეზე)
კურსს უძღვება: ფილოლოგიის დოქტორი, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი- ქეთევან გოჩიტაშვილი
2) ზოგადი ინგლისური ენა
ზოგადი ინგლისური ენის კურსი გათვლილია მსმენელებზე, რომლებსაც სურთ შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ სამეტყველო და წერითი უნარები ინგლისურ ენაში. კურსი უზრუნველყოფს წერის, კითხვის, საუბრისა და მოსმენის უნარ-ჩვევების შესწავლა-განვითარებას.
ზოგადი ინგლისური ენის კურსი მოიცავს შემდეგ დონეებს:
- A1 დონე (Starter-basic) – 3 თვე
- A2 დონე (Elementary-Pre-intermediate) – 3 თვე
- B1 დონე ( Intermediate) – 3 თვე
- B2 დონე (Upper intermediate-Pre-advanced) – 3 თვე
ერთ დონეზე სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე (72 საათი)
კურსს უძღვება: ფილოლოგიის დოქტორი, უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი – ნანა გვენეტაძე
3) საბუღალტრო საქმიანობა
ტრენინგის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითად ელემენტებსა და მეთოდებს.
კურსი დაფუძნებულია თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რის შედეგადაც თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ კომპანიის ფინანსური ანგარიშის წარმოებას, დეკლარაციის შევსებას, საგადასახადო აღრიცხვას სახელმწიფო სისტემა RS.GE-ში, ასევე სპეციფიურ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობას (ORIS, INFO და სხვა).
საბუღალტრო ტრენინგ კურსი, საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას ფინანსურ ანგარიშგებაში შემავალი უწყისები (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა, საკუთარი კაპიტალის მოძრაობა, გაუნაწილებელი მოგების მოძრაობა და მათი უწყისები), ასევე ამ უწყისებში შემავალი ელემენტების ანალიზი და მათი აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
კურსის თემატიკა მოიცავს:
- ბუღალტრული აღრიცხვის საგანი
- ანგარიშგება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ
- ფინანსური ანგარიშგების სხვა კომპონენტები და ელემენტები
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები
- საცდელი ბალანსის მომზადება და ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა
- ბალანსის მომზადების წინაპირობები – მაკორექტირებელი გატარებები
- ფულადი სახსრების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ანალიზი
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
- მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
- ვალდებულებების აღრიცხვა
- ინვესტიციების გადაფასება, ფულადი ღირებულებითი თეორიის საფუძვლები
- ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა
- აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში
- აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
კურსს უძღვება ეკონომიკის დოქტორი, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი – ხათუნა ჯოხაძე
ბონუსი
კურსის დასრულების შემდეგ, სამუშაო პროცესში ნებისმიერი პრობლემატური საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს უფლება აქვს მიიღოს უფასო კონსულტაციები, პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრისათვის.
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.
სასერთიფიკატო პროგრამების დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტი გასცემს შესაბამის ორენოვან სერთიფიკატს