თავისუფალია ორი პირი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დააკავეს — სუს
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულია ორი პირი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გუშინ, 28 ოქტომბერს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.
„უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“ — აცხადებს სუს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად.