ახალი ამბები

„აქცია ნამდვილად იქნება, მაგრამ არა 7 ნოემბერს“ — ხოშტარია

ოპოზიციური კოალიციური ერთობის ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დიდი ოპოზიციური აქცია არ იქნება კვირას, 7 ნოემბერს, როგორც ეს ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ აქციაზე გამოაცხადა.

„7-ში არ იქნება აქცია. აქცია ნამდვილად იქნება 6-ში ან 8-ში. 7-ში არ იქნება, უბრალოდ, 7-ში არ უნდა იყოს“ — თქვა ელენე ხოშტარიამ ტვ „პირველის“ ეთერში.

ოპოზიციური პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამ მიზეზით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს გეგმავენ. დღეს გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება კვირას, რომელიც ემთხვევა 7 ნოემბერს.

2007 წლის 7 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე დაარბია ოპოზიციის აქცია, რომელსაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გასაპროტესტებლად 2 ნოემბრიდან მართავდა. ხელისუფლება იმავე დღეს შეიჭრა ტვ „იმედში“ და ძალის გამოყენებით გათიშა მაუწყებლობა.

ენმ-მ თავის ოფიციალურ გვერდზე უკვე ჩაასწორა პოსტი და მასშტაბური აქციის დაანონსებული თარიღი პოსტიდან წაშალა.ენმ-ს პოსტი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.