ახალი ამბები

საუბარია, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში, აიცრას ყველა 12-დან 15 წლამდე ბავშვი

საუბარია, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში, აიცრას ყველა 12-დან 15 წლამდე ბავშვი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით უკვე არის განხილული წინადადება, რომელიც მშობლის სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი 12-15 წლამდე ბავშვის აცრის შესაძლებლობას დაუშვებს.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ 4 ნოემბერს გამართული საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„12-წლამდე აცრა ჯერ არ განიხილება იმუნიზაციის საბჭოზე. მაგრამ 12-დან 15-წლამდე, ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს საუბარია, ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ გაიხსნას მშობლების სურვილით და თანხმობით, ყველა ბავშვისთვის. დღეისთვის 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი. ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო, ეს არის უკვე იმუნიზაციის საბჭოს პრეროგატივა და არა დიდი საბჭოსი და იმუნიზაციის საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე იცით, რომ ჩვენ, როდესაც დავუშვით 16-17 წლის მოზარდების აცრა, დაახლოებით 10 000-ზე ოდნავ მეტი 16-17 წლის მოზარდი „ფაიზერით“ არის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღემდე არსებული წესით, საქართველოში ამ ასაკის მხოლოდ ის ბავშვები იცრებიან, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო ჩვენება გააჩნიათ და რისკჯგუფს წარმოადგენენ.

დღევანდელ საბჭოს სხდომაზე ახალგაზრდების შესახებ კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილემაც და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების გამოყენება, ოჯახის წევრთა დარწმუნებაში რომ აიცრან, მნიშვნელოვანია.

„სოფლებში რამდენიმე სკოლაში შევხვდი ბავშვებს, სოფლებში ვნახე ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც ასე ვთქვათ, დამპირდნენ, რომ აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიტანენ თავიანთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. გასაგებია, რომ ამ ახალგაზარდებს აქვთ მეტი საშუალება, სოციალური მედიის გზით გაეცნონ ინფორმაციები. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად არჩევენ ერთმანეთისგან დეზინფორმაციას და ნამდვილ ინფორმაციას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ ახალგაზრდების გამოყენება იმაში, რომ რამენაირად დაარწმუნონ განსაკუთრებით თავიანთი ბებიები-ბაბუები, რომ აცრა იცავს პირველ რიგში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ასევე იხილეთ:

„ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, ყველა მშობელი, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.