ახალი ამბები

5 სახალისო გუნდური თამაში ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის UNICEF-ის რეკომენდაციით

5 სახალისო გუნდური თამაში ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის UNICEF-ის რეკომენდაციით

ბავშვთა სოციალიზაციისა და ჰოლისტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ისინი ჩაერთონ როგორც საკლასო, ისე არასაკლასო აქტივობებში.

ბავშვთა ფსიქოლოგები და პედიატრები ამბობენ, რომ გუნდური აქტივობებს სხვა დადებით მხარეებთან ერთად, უდიდესი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე.
EDU.ARIS.GE გაგაცნობთ გაეროს ბავშვთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (UNICEF) მიერ რეკომენდირებულ 5 გუნდურ აქტივობას, რომელთა განხორციელებაც, მასწავლებლებთან ერთად, ასევე მშობლებსაც შეგიძლიათ, როგორც საჯარო ისე კერძო ღია სივრცეში, ეზოსა თუ სკვერში.

თოკზე ხტომა

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ხტომა თოკზე არის მხოლოდ სპორტული აქტივობის ნაწილი, მაგრამ თუ თქვენს საგანს მოარგებთ მას ის შემეცნებითი და სახალისო აქტივობაც გახდება. ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ თოკი და ზრდასრული ან მოზარდი ბავშვები, რომელთაგანაც 2, თოკის თითოეული მხარის ბოლოს დაიჭერს, დანარჩენები კი ხტომას ერთად დაიწყებენ. ერთი შეხედვით ეს თამაში ძალიან მარტივია, მაგრამ ასევე მოითხოვს კოორდინაციისა და სიმეტრიას დაცვას. შეგიძლიათ მისცეთ შეჯიბრის სახე და გაიტანოთ თითოეული წყვილი ბავშვისთვის, ჩაინიშნოთ რამდენი წარმატებული ნახტომს განახორციელებენ და რამდენ ხანს გაგრძელდება ხტომა ჩახლართვის გარეშე.

ჰულა-ჰუპი თითის წვერზე

ამ აქტივობის განსახორციელებად თქვენ დაგჭირდებათ სათამაშო რგოლი ე.წ ჰულა-ჰუპი და ბავშვთა ერთი გუნდი. ბავშვებმა რგოლი უნდა დაიჭირონ მხოლოდ საჩვენებელი თითებით, გუნდურად ამოძრაონ, რგოლის მიწაზე ჩამოგდებამდე. თითოეულმა ბავშვმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ საჩვენებელი თითები, რათა რგოლი მიწაზე დაწიოს. ჰულა ჰოოპ-ის თამაში შესანიშნავი აქტივობაა გუნდური ქიმიის შესაქმნელად.

ფერადი სტიკერები შუბლზე

თითოეული ბავშვი იღებს ფერად სტიკერს, რომელსაც მსუბუქად იკრავს შუბლზე. ბავშვმა უნდა გაარკვიოს რა ფერის სტიკერი აქვს შუბლზე, საუბრისა და დახმარების თხოვნის გარეშე. ეს აქტივობა არის შესანიშნავი გუნდური თამაში, რადგან აიძულებს ბავშვებს, არავერბალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ბავშვები, რომლებიც ამოიცნობენ რა ფერის სტიკერები აქვთ შუბლზე გამარჯვებულები არიან.

ნდობის ბილიკი

ეს არის აქტივობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც წყვილებში, ასევე ჯგუფებად. იდეალური სათამაშო ზონას წარმოადგენს უსაფრთხო და დახურული გარე ტერიტორია. ერთ ბავშვს თვალებს უხვევენ და სთხოვენ რამდენჯერმე დატრიალდეს შემდეგ სხვა ბავშვებიდან ირჩევენ ერთ-ერთს, რომელიც შეასრულებს მისი მეგზურის როლს. მეგზურმა უნდა შეძლოს თვალდახუჭული ბავშვის ფინიშის ზონამდე მიყვანა ისე, რომ მას არ შეეხოს, მხოლოდ სიტყვიერი მინიშნებების მიცემის. წყვილებმა კონკრეტულ დროში უნდა მიააღწიონ ფინიშამდე.

შუქნიშანი

კლასიკური გუნდური საბავშვო თამაში, სადაც მონაწილეები იბრძვიან გუნდურად, შეჯიბრებითობის გარეშე. აქტივობას ხელმძღვანელობს ზრდასრული ადამიანი, რომელიც მითითებას აძლევს მათ და ყვირის: „წითელი“, „ყვითელი“ ან „მწვანე“. ბავშვები დგანან მოპირდაპირე მხარეს შეუძლიათ წინ იარონ მწვანეზე, უნდა გაჩერდნენ წითელზე და ხოლო ყვითელზე დაიწყონ ნელა სვლა. ბავშვები, რომლებიც ცდილობენ შეასრულონ ეს მითითებები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ კოლექტიურად იმარჯვებენ.

ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება შესაძლებელია იმ მშობლებისთვისაც, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყვავთ, ისინი უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას და ასევე, აძლიერებს კავშირს ბავშვებს შორის.

ასევე იხილეთ:

წყაროები, საიდანაც ათასობით წიგნის, პიესისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების გადმოწერა სრულიად უფასოდ და ლეგალურად შეგიძლიათ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.