ხურციძე: თუ გადასცდა ზღვარს, მერე გინდ ჩაატარე რეანიმაციული ღონისძიება და გინდ – არა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური ექიმთა ჯგუფის ცნობით, გლდანის ციხეში მყოფ ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილს თუ სიცოცხლისთვის საშიში გართულება — მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ემბოლია, ინსულტი — დაეწყო, პაციენტი ტრანსპორტირებული იქნება შესაბამის განყოფილებაში.

ექიმების ცნობით, თუ სერიოზული გართულებების დროს შესაძლებელია ტრანსპორტირება მულტიპროფილურ კლინიკაში, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მისი გადაყვანა კრიტიკულ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა. რეანიმაციას, ექიმთა დასკვნით, სააკაშვილი ამ ეტაპზე არ საჭიროებს.

“იმის შეგრძნება, რომ პაციენტი არის უსაფრთხო მარტო იმიტომ, რომ რეანიმაციული ღონისძიების საშუალება არის ლოკალურად, არ არის უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია. ასეთ მდგომარეობაში დასუსტებული პაციენტი თუ მივიდა რეანიმაციის ეტაპამდე, გამოსავალი, როგორც წესი, არის ძალიან მძიმე. ორგანიზმს უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ ამხელა სტრესი გადაიტანოს, მოტრიალდეს და გააგრძელოს ცხოვრება. როცა გამოფიტული ხარ, რამდენი ღონისძიებაც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენი ხელოვნური აპარატიც არ უნდა დავკიდოთ პაციენტზე, ორგანიზმს თვითონ აღარ აქვს რესურსი… ხელოვნურ აპარატზე პაციენტის მიერთება თავისთავად სტრესია ორგანიზმისთვის. თუ გადაცდა ზღვარს და ეს რესურსი აღარ დარჩა, მერე გინდ ჩაატარე რეანიმაციული ღონისძიება და გინდ არა, გამოსავალი ძალიან ცუდია”, — განაცხადა შინაგანი სნეულებების/ჰოსპიტალური მედიცინის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ.

მიხეილ სააკაშვილი 48 დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველთან შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და მულტიპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.