როდემდე აქვთ არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების ვადა – საგანის გამოცდა 660-მა, უნარები 1131-მა ვერ ჩააბარა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონულ ცენტრში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც არაქართულენოვანი სკოლების პრატიკოსი მასწავლებლებისთვისაც ამოიწურება საგანში კომპეტენციის დადასტურების ვადა, ისინიც იმ პრინციპით გახდებიან სკოლის დატოვების კანდიდატები, როგორც ამას კანონი სხვა საჯარო სკოლების პრაქტიკოს მასწავლებელთა შემთხვევაში არეგულირებს (ცხადდება კონკურსი მოქმედი მასწავლებლის იმ პედაგოგით ჩანაცვლების მიზნით, რომელსაც საკანში კომპეტენცია დადასტურებული აქვს ავტ.).

“არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს (სტატუსი პრაქტიკოსი გაუქმებულია ავტ. ვადა აქვთ 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე. ეს ვერ იქნება უვადო”, – განუცხადეს 18 ნოემბერს EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრისვე ცნობით, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელი სამ კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს არის საგნის გამოცდის ჩაბარება, B1 დონის ენის ფლობის სერტიფიკატი და გრძელვადიანი ენის ტრენინგები. თუკი პირს არ აქვს პირველი ორი დაკმაყოფილებული, მას მასწავლებლის სახლი ტრენინგის გავლის კიზნით არ დაუკავშირდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან არაქართულენოვანი სკოლებიდან იყო – 1485 პედაგოგი, ხოლო უნარების კომპეტენციის გამოცდაზე გასული იყო – 1707 პედაგოგი. რაც შეეხება მათ შედეგებს, არაქართულენოვანი სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლებიდან საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 660-მა, ხოლო უნარში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 1131-მა მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.