ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი TIMES HIGHER EDUCATION მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი TIMES HIGHER EDUCATION მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2022 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) შევიდა.

რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1622 ინსტიტუციის შედეგებს ასახავს, საქართველოდან მხოლოდ ორი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

2022 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 14.4 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 108 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 24 600-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 22 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები.

Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.

სვეტები

სწავლება (30%): სასწავლო გარემო;
კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია;
ციტირება (30%): კვლევის გავლენა;
ინდუსტრიისგან შემოსავალი (2.5%): ცოდნის გადაცემა;
საერთაშორისო პერსპექტივა/International Outlook (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.

როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა (შეწონილი მნიშვნელობით 30%) „ციტირება: კვლევის გავლენა“. ამ კატეგორიით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია და 34.6 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი).

აღნიშნული რეიტინგი ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტების შეფასებას დარგობრივი სფეროების მიხედვით / World University Rankings 2022 by Subject.

დარგობრივ რეიტინგში Physical Sciences (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარდა ბიოლოგიისა) მიმართულებით აისახა მსოფლიო მასშტაბით 1227 უნივერსიტეტის მონაცემები; მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიკავა საკმაოდ მაღალი პოზიცია – 600+.

აღნიშნულ რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ციტირების (კვლევის გავლენის) კატეგორიაში, რომელიც საგნობრივი რანგირების ყველაზე წონად ერთეულად ითვლება (შეწონილი მნიშვნელობით 35%).

ამ თვალსაზრისით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელმა შეადგინა 65.9 ნიშნული. შედარებისთვის: იმავე მიმართულების დარგობრივი რანგირების სისტემაში ტოკიოს უნივერსიტეტის ციტირების მაჩვენებელი 64.3-ს უტოლდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.