კორონავირუსის მიზეზით დახურული სკოლებისა და კლასების მონაცემები განახლდა

საქართველოს მასშტაბით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 20 ნოემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ამ ეტაპზე, დისტანციურ სწავლებაზე 169 სკოლა და 438 კლასი იმყოფება.

უწყების ინფორმაციითვე, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ახალი კორონავირუსი მასწავლებელთა 0.9%-ს და მოსწავლეების – 0.3%-ს დაუდასტურდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი იმყოფება.

„ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელის უწყება.

რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ზოგად სტატისტიკას, ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია განახლდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ STOPCOV.GE-ზე. განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 457 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 70 კი, გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 52 962, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 513, PCR ტესტით – 20 449 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,15%, ბოლო 14 დღის – 9,39%, ბოლო 7 დღის – 9% სულ აცრილია – 2 090 036, დღიურად აცრილების რაოდენობა კი, 7 293-ია.

ასევე იხილეთ:

ონლაინ სწავლების სურვილით 6 592 მოსწავლე დარეგისტრირდა, 5 439 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა – ბოლო მონაცემები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.