განათლების მინისტრს პარლამენტში 1-ელ დეკემბერს მოუსმენენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს 1-ელ დეკემბერს პარლამენტში მოუსმენენ. მიხეილ ჩხენკელის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატშია დაგეგმილი. როგორც EDU.ARIS.GE-ს საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ჩხენკელის გარდა, მიმდინარე სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოსმენაც გაიმართება. თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოს 3 დეკემბერს ელოდებიან.

„მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება… მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენა იგეგმება”, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.