BitSec-ი, კომპანია Dell-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგობრებო, BitSec-ი, კომპანია Dell-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა! Dell-ი არის ამერიკული კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ქმნის, ყიდის და მხარს უჭერს კომპიუტერთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

🌎Dell-ის ისტორია დაიწყო რწმენით, რომ ყველას უნდა ჰქონოდა წვდომა საუკეთესო ტექნოლოგიებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. კომპანიის დაარსების იდეა გაჩნდა 1984 წელს მაიკლ დელის ტეხასის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახში. დღეს Dell-ი ხელს უწყობს ციფრული ლანდშაფტის შეცვლას მთელ მსოფლიოში.

❓რატომ Dell?Dell -ში გვხვდება მრავალფეროვანი გუნდი უნიკალური პერსპექტივებით. ისინი გაერთიანებულები არიან საერთო მიზანის ქვეშ, იზიარებენ სტრატეგიას და კულტურას. თავიანთი ამბიციით და ტექნოლოგიის ძალის გამოყენებით ქმნიან ადამიანურ პროგრესს. გუნდი ურყევია ერთგულების თანასწორობის, ნდობისა და ერთმანეთის ადვოკატირების მიმართ.

👇Dell მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს და სერვისებს:

🔹მონაცემთა დაცვა

🔹ღრუბლოვანი ტექნოლოგია

🔹ქსელი

🔹ლეპტოპები, კომპიუტერები და მონიტორები

🔹სერვერები და სხვა.

✔Dell-ი არის მსოფლიოს იმ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, რომლებიც არაორდინარული შესაძლებლობებით ეხმარებიან ადამიანებს ცხოვრების გარდაქმნაში. ღრუბლოვანი ჰიბრიდული გადაწყვეტილებებიდან დაწყებული მაღალი ხარისხის გამოთვლების, ამბიციური სოციალური ზემოქმედებისა და მდგრადობის ინიციატივების ჩათვლით, რასაც Dell-ი აკეთებს გავლენას ახდენს ყველაზე და ყველგან.

📌ჩვენს გუნდს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის Dell -ის და სხვა პარტნიორების საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით.

ℹდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:მესინჯერით ან მოგვწერეთ მეილზე info@bitsec.ge

https://www.facebook.com/BitSec/

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.