ახალი ამბები

ივანიშვილმა ტიკარაძეს არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნა — სააკაშვილი

ივანიშვილმა ტიკარაძეს არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნა — სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანებაჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ტიკარაძეს არ აპატია “ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული” კონსილიუმის შექმნა.

“ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა.

არ აპატია, რომ უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა.

არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა. კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე”, — ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

დასასრულს, ექსპრეზიდენტი დასძენს:

“მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა!”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბრის საღამოს განაცხადა. მისი თქმით, საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

“ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე”, — დასძინა მან.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.