“სომხეთს აქვს მზაობა, დემოკრატიის გაძლიერებით წვლილი შეიტანოს გლობალურ მისიაში”

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დემოკრატიის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ სამიტზე განაცხადა, რომ სომხეთი სრულიად მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალურ მისიაში დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით და იმედოვნებს, რომ ამ პროცესში სომხეთი არ არის მარტო.

“ის, რომ სომხეთის მოქალაქეებისთვის ღირებულია დემოკრატიული მმართველობა და დემოკრატია ურჩევნიათ ავტორიტარიზმს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მათ რამდენჯერმე დაამტკიცეს. 2018 წელს – არაძალადობრივი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ არჩევნებზე, 2021 წელს კი – დამანგრეველი ომის შემდეგ სომხები ისევ წავიდნენ არჩევნებზე რათა ეთქვათ, რომ წარსულში დაბრუნება არ სურთ. დემოკრატია ეს უწყვეტი შრომაა, რომელსაც მოქმედებები სჭირდება”.

მისივე თქმით, დღე ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და საზღვრების საკითხებია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის 9-10 დეკემბერს გამართულ ვირტუალურ “დემოკრატიის სამიტზე” სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანი არ მიიწვია. მოწვეულთა სიაში არ იყო ასევე რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, ბელარუსი, უნგრეთი.

სამიტი ”ავტორიტარიზმისგან დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის” თემებს შეეხებოდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.