ახალი ამბები

შოკოლადის ბატონი და სათამაშო, რომელიც არ იმსხვრევა – რა უნდა იდოს რუსთაველი ბავშვებისთვის განკუთვნილ საახალწლო სასაჩუქრე კალათში

შოკოლადის ბატონი და სათამაშო, რომელიც არ იმსხვრევა – რა უნდა იდოს რუსთაველი ბავშვებისთვის განკუთვნილ საახალწლო სასაჩუქრე კალათში

რუსთავში საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ ნამცხვრებით, შოკოლადებით და ნაძვის ხის სათამაშოებით დაასაჩუქრებენ – ქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

რუსთავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების 6170 აღსაზრდელი ირიცხება. თითოეულ სასაჩუქრე ნაკრებში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, უნდა იდოს:

ვიტამინიზირებული-ნამცხვარი (ორცხობილა); ერთი ცალი ბისკვიტის ნამცხვარი დათვის ფორმის; ერთი ცალი რძიანი შოკოლადის ფილა; ვაფლი კაკაოს შიგთავსით და დაფარული რძიანი შოკოლადით; ვაფლი რძიანი შოკოლადით და თხილით; დრაჟე შაქრის გლაზურში ხილის და კენკრის შიგთავსით; ორცხობილა რძით მრგვალი ფორმის, კაკაოსა და ვანილის გემოს მქონე შიგთავსით; შოკოლადის ბატონი სუფლეთი; ნამცხვრის ფილა შოკოლადის არომატის მქონე მინანქრითა და კაკაოს გულსართით – ზედაპირი შოკოლადის ხაზებით; კარამელი ჯოხზე სხვადასხვა არომატით, ფორმით და ფერით; ნაძვის ხის სხვადასხვა ფერის სათამაშო – მრგვალი ფორმის, რომლის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ-ისა, რომელიც არ უნდა იყოს მსხვრევადი მასალის და სინთეტიკური ქაფის.

ყველა პროდუქტი, რომელიც ბავშვების სასაჩუქრე კალათაში იდება, უნდა იყოს კონსერვანტებისა და საღებავების დანამატების გარეშე, მხოლოდ ნატურალური არომატიზატორებით, არ უნდა შეიცავდეს გლუტეინს. განსაზღვრულია ასევე თითოეული ტკბილეულის წონა, ენერგეტიკული ღირებულება და კ/კალორია.

წყარო: inforustavi

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.