მონაწილეობას მივიღებთ მოლაპარაკებების პროცესში – მეზვრიშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში პარტია მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლოდინებზე საუბარი ნაადრევია.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა:

“პრეზიდენტის განცხადებები იყო აბსოლუტურად ადეკვატური, მიზანი იყო ძალიან კეთილშობილური, კიდევ ერთხელ დაადასტურა შერიგების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მზაობა და ამ პროცესის ხელმძღვანელობა მისი მხრიდან, ვალდებულება, როგორც მან უწოდა… კონკრეტიკაზე იქ საუბარი არ ყოფილა, არ დასახულა არანაირი კონკრეტული გეგმები. მან დაადასტურა, რომ აპირებს, ამ პროცესს გაუძღვეს და უკვე შემდგომი ნაბიჯები, ალბათ, პრეზიდენტის მხრიდან გახდება ცნობილი.

რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი არსად წასულა, ვნახეთ განცხადებები, რაც „ოცნებამ“ გააკეთა და ალბათ გააგრძელებენ ასეთი რადიკალური განცხადებების კეთებას, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენ წვლილს ამ ყველაფერში შევიტანთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლეში მყოფ პარტიებს პოზიციები არ გამოუხატავთ, რის გამოც მოლოდინებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

დღეს, 16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის შიგნიდან უნდა იმართოს და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. მისი თქმით, ეს იქნება “ეროვნული თანხმობის პროცესი”, რომელიც იქნება ხანგრძლივი.

ნახეთ ვრცლად:

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.