აქვთ თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სატრანსპორტო აბონიმენტების შეძენის ვალდებულება – ახალი სისტემა თებერვლიდან ამოქმედდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, 2022 წლის თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარამდე გაძვირდება. ახალი სატარიფო სისტემის ამოქმედების შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მერიაში, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება, შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათები და იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონიმენტო სისტემა.

როგორც ცნობილია, საქართველოში მოსწავლეები უფასოდ მგზავრობდნენ, ხოლო სტუდენტები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები და მასწავლებლები შეღავათებით სარგებლობდნენ. მერიის გადაწყვეტილების შემდეგ, EDU.ARIS.GE-ს ამავე კატეგორიის ქვეშ გაერთიანებულმა ადამიანებმა მომართეს კითხვით, რამდენად შეეხებათ აღნიშნული სატარიფო სისტემის ცვლილება და ექნებათ თუ არა მათაც ვალდებულება სატრანსპორტო აბონიმენტის შეძენისა.

როგორც დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს:

უფასოდ ისარგებლებენ მოსწავლეები; თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;
შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (20 თეთრი) მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები; საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები.

დედაქალაქის მერიის მიერ გამოქვეყნებული მთავრობის ოქმის შესაბამისად, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს სატრანსპორტო აბონიმენტების შეძენის ვალდებულება არ ექნებათ, რაც EDU.ARIS.GE-ს დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს კიდეც.

ასევე იხილეთ:

I ადგილი – 3000 ლარი, II ადგილი – 2000 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი – რომელი სპორტსმენები დაემატა ფულადი ჯილდოს მიმღებთა სიას

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.